მარტის ბოლოდან Wizzair ქუთაისიდან 20 მიმართულებით ფრენებს ანახლებს

wizzair frenebs anaxlebs
AviaeSIM — სამოგზაურო ინტერნეტი 70% ფასდაკლება ყველა პაკეტზე · 193 ქვეყანა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, მარტის ბოლოდან საქართველოში ფრენებს აღადგენს დაბალბიუჯეტური უნგრული კომპანია Wizzair. ამის შესახებ მინისტრმა ფრენების შესახებ განახლებული ინფორმაცია მთავრობის სხდომის შემდეგ წარუდგინა მედიას.

მისი თქმით, ფრენების აღდგენის შემდეგ Wizzair ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში 45 ფრენას შეასრულებს.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო Wizzair-ს საქართველოში ფრენები რამდენიმე თვის განმავლობაში სრულად გაუქმებული ჰქონდა, ახლა კი მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით სრულდება. პანდემიამდე კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იყო ბაზირებული და რამდენიმე ათეულ რეისს ასრულებდა.

მინისტრის თქმით, მარტში ყველა ავიაკომპანიის მიერ კვირაში, დაახლოებით, 70 ფრენა შესრულდება, ზაფხულში კი ეს რიცხვი 200-მდე გაიზრდება.

ავიაბილეთები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
ლარნაკა9 დეკემბერი 202616 დეკემბერი 2026Tickets from 118
სალონიკი25 დეკემბერი 20268 იანვარი 2027Tickets from 148
ვარშავა26 ნოემბერი 202629 ნოემბერი 2026Tickets from 176
მილანი25 დეკემბერი 202615 იანვარი 2027Tickets from 188
ათენი5 თებერვალი 202710 თებერვალი 2027Tickets from 196
ვენეცია26 იანვარი 20272 თებერვალი 2027Tickets from 199
პოზნანი19 ნოემბერი 202624 ნოემბერი 2026Tickets from 199
კატოვიცა3 დეკემბერი 20268 დეკემბერი 2026Tickets from 206
ბრიუსელი17 ნოემბერი 202624 ნოემბერი 2026Tickets from 220
რომი7 დეკემბერი 202611 დეკემბერი 2026Tickets from 270
ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge