მარტის ბოლოდან Wizzair ქუთაისიდან 20 მიმართულებით ფრენებს ანახლებს

wizzair frenebs anaxlebs

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, მარტის ბოლოდან საქართველოში ფრენებს აღადგენს დაბალბიუჯეტური უნგრული კომპანია Wizzair. ამის შესახებ მინისტრმა ფრენების შესახებ განახლებული ინფორმაცია მთავრობის სხდომის შემდეგ წარუდგინა მედიას.

მისი თქმით, ფრენების აღდგენის შემდეგ Wizzair ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში 45 ფრენას შეასრულებს.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო Wizzair-ს საქართველოში ფრენები რამდენიმე თვის განმავლობაში სრულად გაუქმებული ჰქონდა, ახლა კი მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით სრულდება. პანდემიამდე კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იყო ბაზირებული და რამდენიმე ათეულ რეისს ასრულებდა.

მინისტრის თქმით, მარტში ყველა ავიაკომპანიის მიერ კვირაში, დაახლოებით, 70 ფრენა შესრულდება, ზაფხულში კი ეს რიცხვი 200-მდე გაიზრდება.

ავიაბილეთები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
ლარნაკა4 აპრილი 202611 აპრილი 2026Tickets from 122
ათენი5 აპრილი 202624 აპრილი 2026Tickets from 152
ლიონი5 აპრილი 20263 მაისი 2026Tickets from 157
სალონიკი17 მაისი 202617 ივნისი 2026Tickets from 177
ბრატისლავა15 აპრილი 202622 აპრილი 2026Tickets from 191
პოზნანი16 აპრილი 202621 აპრილი 2026Tickets from 194
სტამბოლი4 აპრილი 20269 აპრილი 2026Tickets from 201
მილანი24 აპრილი 20261 მაისი 2026Tickets from 208
ვროცლავი1 აპრილი 20265 აპრილი 2026Tickets from 228
ვენეცია14 აპრილი 202621 აპრილი 2026Tickets from 239
ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge